რამდენიმე თვის წინ, როდრიგო ბენტანკური სამშობლოში, ერთ-ერთი ურუგვაულ ტელევიზიაში იყო სტუმრად, სადაც გადაცემის წამყვანმა ტოტენჰემის მაისური სთხოვა, რაზეც ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა: "სონის მაისური ხომ არ გსურთ? მე შეიძლება სონის ბიძაშვილის მაისური მოგიტანოთ, რადგან ისინი ყველა ერთნაირად გამოიყურებიან."
ამ კომენტარის შემდეგ, ბენტანკურმა გუნდის კაპიტანს ბოდიში მალევე მოუხადა, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება მაინც დაიწყო. ფეხბურთელი ტოტენჰემის მომდევნო 7 პრემიერ ლიგურ შეხვედრას გამოტოვებს.









