ცნობილი ხდება, რომ მიქაუტაძე ლიონში ფორვარდისთვის უჩვეულო, 69-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, თუმცა ამას თავისი ახსნა აქვს.
რიცხვი 69 ქალაქ ლიონის საქალაქო კოდია, ეს ნომერი კი მიქაუტაძის კუთვნილებაში კლუბისადმი და ქალაქისადმი პატივისცემის გამოხატვის ნიშნად იქნება. მიქაუტაძე სწორედ ლიონში დაიბადა და საფეხბურთო კარიერის პირველი ნაბიჯები ამ გუნდში გადადგა.
მეტიც, გასულ სეზონში, როცა ის მეცში თამაშობდა და ლიონის მთავარ მოსისხლე მტერ სტ.ეტიენს დაუპირისპირდა, მათ კარში გატანილი გოლი 69 ნიშნით აღნიშნა, რითიც ლიონის გულშემატკივრების გული კიდევ უფრო მეტად მოიგო.
Georges Mikautadze portera le numéro 69 avec l'OL. ❤️💙 pic.twitter.com/XqhRya655c
— Instant Foot ⚽️ (@lnstantFoot) July 29, 2024










