მანჩესტერ სიტის გენერალურმა დირექტორმა, ფერან სორიანომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. პრემიერ ლიგის კლუბის ესპანელმა ფუნქციონერმა განმარტა, თუ რატომ არ აღნიშნავს პორტუგალიელი ფორვარდი თანაგუნდელების გოლებს.
"თუ რონალდუს თანაგუნდელი იტანს გოლს, ის მასთან ერთად არ აღნიშნავს. მისი ფიქრები იმ დროს ასეთია - "ეს გოლი მე უნდა გამეტანა". ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრიშტიანუ არის ცუდი ადამიანი, უბრალოდ მენტალიტეტი აქვს ასეთი. იგივე ჰოლანდის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია.
ერლინგი იტანს ბევრ გოლს, თუმცა ამავდროულად ის არ არის წინააღმდეგი, როდესაც მეტოქის კარის აღებას მისი თანაგუნდელებიც ახერხებენ. ნორვეგიელი ფორვარდის მხრიდან ეს ძალიან კარგი ნიშანია."









