თერთმეტმეტრიანების სერიაში ტრიუმფატორი ასტონ ვილა გახდა, ვინაიდან ემილიანო მარტინესმა 2 პენალტი მოიგერია.
საინტერესოა, რომ პირველი პენალტის მოგერიების შემდეგ არგენტინელი მეკარე "ლილის" ფანებისკენ შეტრიალდა და ხელით გაჩუმების ჟესტი გააკეთა. აღნიშნულ ქმედებას მსაჯის მხრიდან რეაგირება მოჰყვა - მარტინესმა ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მისთვის, ამ მატჩში, რიგით მე-2 აღმოჩნდა.
Niecodzienna sytuacja. Tutaj widać dokładnie.
— Viaplay Sport Polska (@viaplaysportpl) April 18, 2024
Emiliano Martinez zobaczył drugą żółtą kartkę i... bronił dalej. Rywale domagali się czerwonej.
💡Na rzuty karne kartki się zerują. Bramkarz musiałby dostać 2 żółte kartki w serii karnych, by opuścić boisko pic.twitter.com/Oa66nsvCCm
საქმე ისაა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს 10.3 წესის მიხედვით, პენალტების სერიაში ძირითად და დამატებით დროებში მიღებული გაფრთხილებები არ მოქმედებს.
ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბოლო ყვითელი ბარათის მიღებამდე, 31 წლის ფეხბურთელმა ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წესი #14 დაარღვია, რაშიც ცვლილებები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რეალურად, სწორედ მის გამო დაამატეს.
წესი #14: "მეკარე უნდა იდგეს გოლის ხაზზე, პენალტის შემსრულებლის მოპირდაპირედ, ორ ძელს შორის, არ უნდა ეხებოდეს ხარიხას ან ბადეს, სანამ პენალტს შეასრულებენ".
ემილიანოს რომ მეტოქის ყურადღების გადატანა უყვარს, ეს უცნობი ფაქტი აქამდეც არ ყოფილა, თუმცა ზემოხსენებული წესის მიხედვით, მას მოწინააღმდეგის პატივისცემა მოუწევს.
"პენალტები? - ფანები მოტივაციას მაძლევენ, როდესაც ჩემ უკან ნივთებს ისვრიან და მისტვენენ. ასეთ დროს ფეხზე ვდგები, რადგან ჩემი მამოძრავებელი ენერგია ყოველთვის მათი დამოკიდებულებაა", - განაცხადა ემილიანომ მატჩის შემდეგ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც საქმე პენალტების სერიას ეხება, არგენტინელი მეკარე თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. საკლუბო და სანაკრებო დონეზე, უკანასკნელ 5 პენალტების სერიიდან, ემილიანომ ხუთივე მოიგო:
▪️ 2020 წლის ასოციაციის თასი "ლივერპულის" წინააღმდეგ;
▪️ 2021 წლის კოპა ამერიკა კოლუმბიის წინააღმდეგ;
▪️ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ნიდერლანდების წინააღმდეგ;
▪️ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის წინააღმდეგ;
▪️ 2024 წლის კონფერენს ლიგა "ლილის" წინააღმდეგ;
▪️ 2024 წლის კონფერენს ლიგა "ლილის" წინააღმდეგ;









