"კვარაცხელია 19 წლის იყო, როდესაც მან ბრაიტონის ყურადღება მიიქცია. ის იმ დროს რუბინში თამაშობდა. ინგლისური გუნდის სკაუტინგის დეპარტამენტს უკვე ჰყავდა აღმოჩენილი მაკ ალისტერი და კაისედო, შემდეგი კი ხვიჩა უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ალბიონმა ქართველი ვინგერის ტრანსფერი ბოლომდე არ მიიყვანა.
ყაზანური გუნდის შემტევის ნაცვლად, "თოლიებმა" გაიფორმეს მიტომა, რომლის ტრანსფერი სულ რაღაც სამი მილიონი დაჯდა. რა მოხდა შემდეგ? ერთ-ერთი მათგანი დღემდე "თეთრ-ლურჯებშია", მეორე კი ჯერ ნაპოლიში გადავიდა, შემდეგ კი პარის სენ-ჟერმენში", - წერს ბრიტანული გამოცემა.
ფეხბურთთან ახლოს #2 | რატომ უნდა დავრჩეთ B ლიგაში აუცილებლად - ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები











