როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას ტალანტი ლამინ იამალი მოახლოვებული მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, თუმცა ტრავმის გამო, იამალი ნაკრებში არ გამოცხადდა.
ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის დე ლა ფუანტემ კრიტიკული კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს იამალს ნაკრებში ელოდა და მისთვის ეს მოულოდნელობა იყო.
ბარსელონას პრეზიდენტი ხოან ლაპორტა კი თვლის, რომ ამ ეტაპზე, იამალისთვის დასვენება იდეალური ვარიანტია.
"იამალის ცხოვრების წესი არ მაღელვებს, ის თავის ასაკთან შედარებით უკვე დაღვინებულია და ჩვენ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ განვითარებაში. იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ ნამდვილი პროფესიონალია და ბევრს ვარჯიშობს.
ლამინს მძიმე ტრავმა ჰქონდა, თამაშობს, თუმცა თან მკურნალობს, ამიტომ ექიმების რეკომენდაციაა, რომ 10 დღით დაისვენოს. იამალს განვითრება კვლავ სჭირდება, თუმცა ამის მიუხედავად, დღეს თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა", - განაცხადა ლაპორტამ.









