ლიონმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და გუშინ ამხანაგური მატჩი გამართა, სადაც ვილფრანშის დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ლიოს შემადგენლობაში არ უთამაშია ქართველ ფორვარდს ჟორჟ მიქაუტაძეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ გააკეთა.
"მიქაუტაძეს მცირე ტრავმა აწუხებდა და ამიტომ გამოტოვა გუშინდელი მატჩი. ის მალე გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს და სრულად მზად იქნება", - განაცხადა ფონსეკამ.
მიქაუტაძის გუნდიდან წასვლაზე ბევრი იწერება, თუმცა მას შემდეგ, რაც ლიონის ლიგა 1-ში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს, ჟორჟის წასვლის შანსები შემცირდა.









