მადრიდის რეალის ყოფილი მცველი, მარსელო ვიეირა იკერ კასილასთან პოდკასტზე ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის პერიოდს შეეხო. ბრაზილიელმა ყოფილმა უკანახაზელმა პორტუგალიელ სპეციალისტთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა.
"კლუბისა და მწვრთნელის ერთგული ყოველთვის ვრჩებოდი. რა თქმა უნდა, მახსოვს ის გიჟური მატჩები ბარსელონას წინააღმდეგ. მოურინიო? ის ყოველთვის სიმართლეს გეუბნებოდა. მახსოვს რეკრეატივოსთან შეხვედრა, რომლის შემდეგაც მან დამახასიათა როგორც საუკეთესო მოთამაშე.
შემდეგ მატჩში დავუშვი რამდენიმე შეცდომა და ჟოზემ პირდაპირ მითხრა, რომ როგორც ნაგავი, ისე ვთამაშობდი. რატომ არ წამიყვანეს 2010 წლის მუნდიალზე პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით? იმიტომ, რომ დაცვაში თამაში არ ვიცოდი. მისი მწარე სიმართლე თავდაჯერებულობის დაბრუნებაში ყოველთვის მეხმარებოდა."









