ჩაშლილი ტრანსფერები - ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი. ერთ-ერთი ასეთი არშემდგარი გარიგების მონაწილე იყო კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც კარიერის სტარტზე ლონდონის არსენალში გადასვლა შეეძლო. ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრია ინგლისური კლუბის ლეგენდარულ დამრიგებელს, არსენ ვენგერს.
"რონალდუს არსენალში ტრანსფერი ჩაიშალა ორი მიზეზის გამო - კეირუში და ფული. იმ დროს ის იყო ფერგიუსონის თანაშემწე და ახალგაზრდა პორტუგალიელ მოთამაშეებთან შეთანხმების მიღწევა კარლოსის ერთ-ერთი მთავარი საქმე გახლდათ. კრიშტიანუსთან მიმართებაშიც ალექსის ასისტენტმა ყველაფერი სწორად გააკეთა.
რაც შეეხება ფინანსებს, ჩვენ მზად ვიყავით პორტუგალიელი გარემარბის გასაფორმებლად, თუმცა 4.5 მილიონ ფუნტად, მოთხოვნილი 12 მილიონის საშუალება კი არ გვქონდა. როდესაც საქმე მივიდა კონტრაქტის გაფორმებამდე, სპორტინგის ვინგერის ფული უბრალოდ არ გვქონდა."









