როგორც მოგეხსენებათ, ჩაბი ალონსო რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. სამეფო კლუბმა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დაახლოებით ერთი საათის წინ გააკეთა.
რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს ადგილი რეალ მადრიდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა, ალვარო არბელოამ დაიკავა, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და პირველი ვარჯიშისთვისაც ემზადება.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ მიზეზებზე თუ რის გამოც ჩაბი ალონსომ რეალ მადრიდი დატოვა.
პირველ რიგში აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ესპანელმა სამეფო კლუბი თავისი სურვილით დატოვა და მისი გაშვება არ იგეგმებოდა. მეტიც, ფლორენტინო პერესს ახალგაზრდა სპეციალისტის ბოლომდე სჯეროდა და ბარსელონასთან განცდილი მძიმე მარცხის მიუხედავად, 44 წლის მწვრთნელის მაინც ეიმედებოდა. მეორეს მხრივ, ჩაბი ალონსო ფიქრობდა, რომ თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარისთვის ცუდი იქნებოდა და საუკეთესო გადაწყვეტილება სწორედ კლუბის დატოვება იქნებოდა.
კიდევ ერთი მიზეზი მიზეზი თუ რის გამოც ჩაბი ალონსომ რეალ მადრიდი დატოვა ფეხბურთელებთან წარმოქმნილი კონფლიქტები იყო. ყველასთვის კარგად ცნობილი იყო, რომ ესპანელს საკმაოდ ბევრ მოთამაშესთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებდა. ბევრი მათგანი ჩაბი ალონსოს იდეებსა და გადაწყვეტილებებს არ იზიარებდა, შესაბამისად, გუნდში არსებული სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო.
სწორედ ამ ჩამოთვლილი მიზეზების გამო დატოვა ჩაბი ალონსომ რეალ მადრიდი.









