საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ერთმანეთს პსჟ და ლილი დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა და საფრანგეთის თასზე განცდილ მარცხზეც ისაუბრა.
"საფრანგეთის თასზე თამაში და ამ ტიტულის მოგება ჩვენთვის ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა არაუშავს, ეს გაკვეთილი იქნება, რომ ლიგა 1-ის და ჩემპიონთა ლიგის მატჩები უკეთ ჩავატაროთ.
ვერ ვხვდები, რატომ არის პრობლემა? რატომ ფიქრობთ, რომ ყოველ სეზონში ყველა ტიტულს მოვიგეთ? უნდა დავაფასოთ ის, რაც მოვიგეთ და დავამტკიცოთ, რომ ისევე ძლიერები ვართ, როგორც გასულ სეზონში.
ტრავმებიდან გამომდინარე, ეს სეზონი უჩვეულო გამოდის და ბევრი რამის გადაწყობა გვიწევს. თუ ჩემპიონთა ლიგაზე 8 საუკეთესო გუნდში მოვხვდებით, ორი მატჩით ნაკლების ჩატარება მოგვიწევს, რაც დასვენების საშუალებას მოგვცემს და ეს ძალან გვჭირდება", - განაცხადა ენრიკემ.









