მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლუის ენრიკეს პარის სენ-ჟერმენი ენცო მარესკას ჩელსის დაუპირისპირდება. როგორც გვახსოვს, 2023 წლის აპრილში ესპანელი სპეციალისტი ლონდონში გადაბარგებასთან ახლოს იყო. ინგლისური კლუბი იმ დროს ეძებდა გრემ პოტერის შემცვლელს და მთავარ კანდიდატად სწორედ პსჟ-ს ამჟამინდელი დამრიგებელი განიხილებოდა.
55 წლის მწვრთნელს ძალიან უნდოდა პრემიერ ლიგაში მუშაობა და მას ისიც ჰქონდა ნათქვამი, რომ ინგლისურ ფეხბურთს ესპანურზე ხშირად უყურებდა. ამასთან ერთად, ენრიკემ უარი თქვა ბრაზილიის ეროვნული გუნდის შემოთავაზებაზე, იმისთვის, რომ კარიერა "არისტოკრატებში" გაეგრძელებინა.
ესპანელი მწვრთნელი რეალურად იყო ახლოს სტემფორდ ბრიჯზე გადასვლასთან, თუმცა ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ტოდ ბოელიმ მის კანდიდატურაზე უარი თქვა. ამას ჰქონდა ორი მიზეზი, პირველი: ლუჩოს დიდხანს არ ჰქონდა ნამუშევარი საკლუბო ფეხბურთში, რაც ამერიკელი ბიზნესმენისთვის ეჭვს იწვევდა.
მეორე - "ლურჯ-წითლების" ამჟამინდელ მწვრთნელს სურდა ჰქონოდა სრული გავლენა, როგორც ტრანსფერებზე, ისე ზოგადად ჩელსის, როგორც გუნდის განვითარების საკითზე, რაც კლუბის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გამოდგა. შედეგად, ლონდონში დაბრუნდა ფრენკ ლამპარდი, სეზონის ბოლოს კი მაურისიო პოჩეტინო მივიდა.
არგენტინელმა და ინგლისელმა მწვრთნელებმა ვერ შეძლეს "არისტოკრატების" კრიზისიდან ამოყვანა, 55 წლის დამრიგებელმა კი პარკ დე პრენსზე ახალი ისტორია დაწერა. დღეს, ენრიკე უპირისპირდება კლუბს, რომელმაც ორი წლის წინ ის დაიწუნა.









