პოლ პოგბა ძალიან მალე ოფიციალურად მონაკოს შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ის გაეხვა დოპინგ სკანდალში, რის შედეგადაც წელიწადზე მეტხანს ფეხბურთის გარეშე რჩებოდა. დისკვალიფიკაციის პერიოდში ფრანგ ფლეიმეიქერს კონტრაქტი გაუწყვიტა მისმა იმდროინდელმა კლუბმა, ტურინის იუვენტუსმა.
"ბიანკონერის" ყოფილ გამთამაშებელს ძალიან უნდოდა თავის საყვარელ გუნდში დარჩენა, თუმცა ხელმძღვანელობას სხვა ინტერესები ჰქონდა. ალიანს სთეიდიუმის ბინადრების ყოფილი მე-10 ნომრის სახელს უკავშირებდნენ მანჩესტერ იუნაიტედს, ოლიმპიკ მარსელს, ინტერ მაიამისა და საუდის არაბეთის კლუბებს, მაგრამ მან ისინი უარით გაისტუმრა.
საინტერესოა, რომ 32 წლის გამთამაშებელს წინადადება ჰქონდა რუსეთიდანაც - ზენიტიდან, ტორპედოდან და სამოყვარულო მედია ლიგის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან, რომელიც 1 ჩატარებულ შეხვედრაში პოგბას 1500 ევროს სთავაზობდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი თავად ფრანგმა ფლეიმეიქერმა გააკეთა:
"მქონდა რამდენიმე წინადადება, მათ შორის რუსეთიდან. ასეთ გარემოში გადასვლა არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი, რადგან მსურს დიდ ფეხბურთში დაბრუნება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ჯერ კიდევ მაქვს დრო ჩვეულ დონეზე დასაბრუნებლად. ფეხბურთი ძალიან მომენატრა"









