მოჰამედ სალაჰი და კევინ დე ბრუინი პრემიერ ლიგაში თავის გზას იწყებდნენ ლონდონის ჩელსიში, თუმცა ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათ მალევე მოუწიათ ახალი კლუბის ძებნა. "არისტოკრატების" ყოფილმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ ეგვიპტელ და ბელგიელ მოთამაშეებთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა.
"სალაჰის ხელში ჩასაგდებად ნამდვილი ომი გამოვიარე. თავდაპირველად, ის გადადიოდა ლივერპულში, თუმცა იმდენი მოვახერხე, რომ ჩელსიში გადმოსვლაზე დავარწმუნე. მომ კარიერა გაიფუჭა მოუთმენლობის გამო: ვუთხარი, რომ შანსს დალოდებოდა, მაგრამ მან განათხოვრების წესით სხვა კლუბში გადასვლა გადაწყვიტა.
მოგვიანებით, ლონდონურ კლუბში ეგვიპტელი თავდამსხმელის გაყიდვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. იგივე შემიძლია ვთქვა დე ბრუინზე, რომელსაც ლოდინი ასევე არ სურდა. მე არ მინდოდა მათი იჯარით გაშვება და მითუმეტეს გაყიდვა, მაგრამ ორივე მათგანი საკმაოდ მოუთმენელი აღმოჩნდა", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.











