26 ოქტომბერს გაიმართება ლა ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა მადრიდის რეალსა და კატალონიის ბარსელონას შორის.
ამ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ კომენტარი ბარსელონას მცველა რონალდ არაუხომ გააკეთა და შანსები შეაფასა.
"რეალი ძალიან ძლიერი გუნდია, უმაღლესი დონის ფეხბურთელებით. მაგალითად, ვინისიუსი, რომელიც მოედანზე შეუდარებელია. სიმართლე გითხრათ, მას მოედნის გარეთ დიდად არ ვაკვირდები, უშუალოდ მოედანზე კი ვინის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, რადგან კარგი ფეხბურთელია.
რატომ უნდა მოვიგოთ ელ კლასიკო? - კარგ ფორმაში ვართ, შეკრული გუნდი ვართ და გვაქვს გამარჯვებისთვის საჭირო ხარისხი და პირობები. ვფიქრობ, ლამაზი თამაში იქნება, გოლს გავიტან და 4:0 მოვიგებთ", - განაცხადა არაუხომ.









