მატჩის შემდეგ კომენტარი ყველასთვის ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ გააკეთა და თამაში შეაფასა.
"თითქოს, ნაპოლი შიშით თამაშობდა. მათ ვერ გაითავისეს, რომ საკუთარ კედლებში თამაშობდნენ, მათ ფონზე ბარსელონა უფრო აგრესიულად გამოიყურებოდა.
გამოვყოფდი ბოლო 20 წუთს, როცა ნაპოლიმ ბარსელონას ნახევარზე დიდი დრო გაატარა და მეტოქეს პრობლემები შეუქმნა.
კვარაცხელია? მისი საქციელი ლამაზი არ იყო და არ მომეწონა. როცა გცვლიან და მოედნიდან გადიხარ, მოედანზე შემომსვლელ თანაგუნდელს ხელი უნდა გაუწოდო, რაც მან არ გააკეთა. არადა, ასეთ დროს, კვარაცხელია სხვებისთვის მაგალითი უნდა იყოს", - განაცხადა კაპელომ.










