"რაულმა არ მოიწონა ჩემი ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება, თუმცა დადებითი მხარე მაინც აღმოაჩინა. მან მითხრა - ცუდია, რომ მიდიხარ, თუმცა კარგი არის ის, რომ ამიერიდან ლეგენდების მატჩებში ერთად ვითამაშებთ. დაგეგმილია რომ ჩვენთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ზიდანი, ფიგუ და კარლოსი.
ძალიან ბევრი ვიფიქრე ფეხბურთიდან წასვლაზე, მე ხომ უარს ვამბობ იმაზე, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში სიამოვნებას მანიჭებდა. ჩემი წასვლის შესახებ პირველებმა მოდრიჩმა, ვასკესმა და ვალვერდემ გაიგეს", - განაცხადა "სამეფო კლუბის" შუახაზელმა.











