როგორც იტალიურ პრესაში იწერება, საქმეში რეალ მადრიდი, პანათინაიკოსი, ცრვენა ზვეზდა და ბასკონია არიან.
შენგელია სეზონში ორ მილიონ ევროს იღებს და ვირტუსს მომავალი სეზონისთვის სახელფასო ჭერის შემსუბუქება სჭირდება, შესაბამისად, ორივე მხარე ურთიერთობის შეწყვეტას სერიოზულად განიხილავს.
თორნიკე ამ მომენტისთვის ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება, უახლოეს პერიოდში კი მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, უფრო მეტ სიახლეს ველოდებით.










