ვინ შეიძლება შეცვალოს პაპა კარლო? ამაზე მადრიდში მარტივი პასუხი აქვთ — ჩაბი ალონსო! ესპანელი სპეციალისტი #1 სამიზნეა და როგორც ირკვევა, რეალის წარმომადგენლები 43 წლის მწვრთნელთან მუდმივ კონტაქტზე არიან.
კარლო ანჩელოტის რეალ მადრიდში დარჩენა სურს. შეგახსენებთ, იტალიელს კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს და მისი სურვილია როგორც მინიმუმ კონტრაქტის ამოწურვამდე სამეფო კლუბში დარჩეს. ამის მიუხედავად, კლუბში ფიქრობენ, რომ გუნდს ახალი სისხლი და დიდი გადატვირთვა სჭირდება, ჩაბი ალონსო კი ამ გეგმისთვის იდეალური კანდიდატურაა. ფლორენტინო პერესი თვლის, რომ ესპანელს შეუძლია გუნდში ახალი ენერგია და იდეები მოიტანოს. კარლო ანჩელოტი საქმის კურსშია და იცის, რომ სეზონის ბოლოს შეიძლება მისი მადრიდრული ისტორია დასრულდეს.
განიხილება კიდევ ერთი ვარიანტი — კარლო ანჩელოტის გუნდში დარჩენა, თუმცა არა მთავარ მწვრთნელად, არამედ მენეჯმენტში. კლუბში ფიქრობენ, რომ იტალიელი სპეციალისტის გამოცდილება როგორც ახალ მთავარ მწვრთნელს დაეხმარება, ისე კლუბს სხვა საქმეებშიც გამოადგება.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ანჩელოტი-ალონსოს თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.









