მადრიდულ დერბიში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ჩაბი ალონსოს გუნდის პრობლემები გრძელდება. ესპანელმა სპეციალისტმა ტრავმის გამო კიდევ ერთი ლიდერი დაკარგა, კერძოდ დანი კარვახალი, რომელმაც ფეხის კუნთი დაიზიანა და საკუთარ გუნდს დაახლოებით 4 კვირა ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, ტრავმები აწუხებთ რეალ მადრიდის კიდევ 3 ფეხბურთელს, კერძოდ ანტიონიო რუდიგერს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდსა და ფერლან მენდის.
რეალ მადრიდი ლა ლიგაში, 7 ტურის შემდეგ, 18 ქულით, პირველ პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, სამეფო კლუბმა პირველ ტურში მარსელი 2-1 დაამარცხა.









