ბოლო პერიოდში დანი სებალიოსი კარლო ანჩელოტისთვის შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა. ესპანელი ნახევარმცველი, რომელიც გუნდის დატოვებასთან იყო ახლოს, დიდი ალბათობით ახალ ხელშეკრულებას უახლოეს თვეებში გააფორმებს.
დანი სებალიოსის გარდა ტრავმები აწუხებთ დანი კარვახალსა და ედერ მილიტაოს. რეალ მადრიდი მომდევნო ტურში ბეტისს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტის გუნდი 25 ტურის შემდეგ, 54 ქულით, ბარსელონასთან ერთად ლა ლიგას ლიდერობს.









