ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, რეალის დამარცხების შემდეგ, ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ კომენტარი გააკეთა.
"ბერნაბეუზე ნებისმიერი გამარჯვება კარგი შედეგია და ახლა სახლშიც იგივე უნდა გავიმეოროთ. მოგების მიუხედავად, ჯერ არაფერია დასრულებული და ზედმეტ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ."
"რეალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო კლუბია, მათ დიდ პატივს ვცემთ და განმეორებით მატჩში კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. ალიანს არენაზე აუცილებლად მოსაგებად უნდა ვითამაშოთ" — ვენსან კომპანი.
გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 1 კვირაში, 15 აპრილს მიუნხენში გაიმართება და 1/2 ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.









