მსაჯების მიმართ კრიტიკა არც ვიდეომსაჯის სისტემის შემოღების შემდეგ გაჩერებულია და ეს კრიტიკა, სამწუხაროდ, სრულიად საფუძვლიანია.
მიმდინარე სეზონში იყო რამდენიმე მომენტი, როცა VAR-მა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამ გადაწყვეტილებამ თამაშის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია.
ერთ-ერთ მაგალითად ატლეტიკოსა და რეალის მატჩის მოყვანა შეიძლება, როცა საულ ნიგესმა საჯარიმოში წესები დაარღვია, მაგრამ თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა.

საინტერესოა, როგორი იქნებოდა ლა ლიგის ცხრილი მიმდინარე სეზონში, რომ არა VAR-ის მიერ დაშვებული ეს შეცდომები. ესპანურმა გამოცემებმა ყველა ის შეცდომა ამოიღეს, რომელიც ვიდეორეფერიმ დაუშვა და ამან შედეგზე გავლენა იქონია, ეს ყველაფერი ქულებში გამოთვალეს და შექმნეს ცხრილი, რომლის მიხედვითაც ბარსელონას და რეალს თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ.
არადა, რეალურ ცხრილში, მადრიდული გრანდი 72 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, მეტოქეებს 8 ქულით ასწრებს და მორიგ ჩემპიონობას უახლოვდება.
ასეთი იქნებოდა ლა ლიგის ცხრილი 29 ტურის შემდეგ, რომ არა მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომები.










