ამის მიზეზი ისაა, რომ ხვალ რეალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში უმნიშვნელოვანეს მატჩს ბაიერნის წინააღმდეგ გამართავს, ანჩელოტიმ კი ქალაქსა და ფეხბურთელებს დასვენებისკენ მოუწოდა.
ბოლო ტურში რეალი სტუმრად გრანადას დაუპირისპირდება და წესით, ლა ლიგის თასიც ამ შეხვედრის შემდეგ უნდა აეწიათ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ესპანური ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა, რომ სტუმარი გუნდის სტადიონზე ჩემპიონობა არ აღენიშნათ.
საბოლოოდ, გამოსავალი იპოვნეს და რეალი ლა ლიგის თასს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე აღმართავს, ბაზაზევე გაიმართება ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია, დაჯილდოების შემდეგ კი ზეიმი ქალაქში გაგრძელდება.
მათ თასს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდეტი პედრო როჩა გადასცემს.









