მას შემდეგ, რაც პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა გაინაღდა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პოტენიცურ მეტოქეებზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"მომდევნო ეტაპზე, რომელი გუნდიც არ უნდა შეგვხვდეს, დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი საოცარ შოუს იხილავს. რეალი თუ არსენალი? რომელი მირჩევნია? უპირატესობას ვერც ერთს მივანიჭებ. ამ მატჩს სახლში ვუყურებ, მოვიმზადებ რამე გემრიელ კერძს და ლუდთან ერთად მივირთმევ.
არ აქვს მნიშვნელობა რომელი გაიმარჯვებს, ყველა შემთხვევაში რთული და დაძაბული ორმატჩიანი დუელი გველოდება."
შეგახსენებთ, პსჟ-ს მომდევნო მეტოქე ქალაქ მადრიდში გაირკვევა, სადაც ერთმანეთს რეალი და არსენალი დაუპირისპირდებიან. მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.









