ლა ლიგის 28-ე ტურში მადრიდის რეალმა საკუთარ კედლებში მიიღო ელჩე, რომელიც ანგარიშით 4:1 გაანადგურა. მასპინძლების მხრიდან გოლები გაიტანეს ანტონიო რუდიგერმა, ფედერიკო ვალვერდემ, არდა გიულერმა და დინ ჰაუსენმა. "სამეფო კლუბი" აღნიშნული მოგებით 66 ქულას აგროვებს.
სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრები ლა ლიგის ლიდერ ბარსელონასთან ჩამორჩენას ამცირებენ ერთ ქულამდე, თუმცა მათ მთავარ მეტოქეს 28-ე ტურში თავისი შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია. კატალონიელთა მოწინააღმდეგე იქნება სევილია, თამაში გაიმართება დღეს, 19:15 საათზე.
რეალი 4:1 ელჩე
გოლები: 1:0 ანტონიო რუდიგერი 39', 2:0 ფედერიკო ვალვერდე 44', 3:0 დინ ჰაუსენი 66', 3:1 მანუელ მორანი (ავტოგოლი) 85', 4:1 არდა გიულერი 89'.









