ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრიმ მადრიდის რეალის საოცარ პერფორმანსს ეხმაურება.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში სამეფო კლუბი საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.
"არ ვიცი, რა მაგია აქვს და რეალის მაისურის. მათი მაისური მე რომ ჩავიცვა, ალბათ თმები ახლიდან ამომივა. მათ საოცარი შეხვედრა ჩაატარეს.
ვალვერდე ყველა მატჩს ბრწყინავს, უბრალოდ ხალხი არ აკვირდება ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც ბევრს დარბიან და დიდ სამუშაოს ასრულებენ.
ფედე ამ მატჩში მხოლოდ ბერგკამპი არ ყოფილა, ის იყო ტიურამი, მაკელელე, ბერგკამპი და ყველა ერთად", - განაცხადა ანრიმ.









