მადრიდის რეალის თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა დაასახელა ის ფეხბურთელები, ვისაც მეგობრად თვლის. ვარსკვლავურმა ბრაზილიელმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ მას ბევრი მეგობარი "სამეფო კლუბს" მიღმა ჰყავს. მაგალითებს შორის მან მოიყვანა რაფინია ბელოლი, დომინიკ სობოსლაი, რაფაელ ლეაო და სხვები.
"რეალის მიღმა ბევრი მეგობარი მყავს. ხშირად ვკონტაქტობ სობოსლაისთან, ერთმანეთი წლების წინ გავიცანით. ასევე მინდა გამოვარჩიო პაკეტა, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია. უყურადღებოდ არც რაფინიას, ლეაოს, სავინიოსა და რეინიერს დავტოვებ."
შეგახსენებთ, რომ პრესაში იწერება ბრაზილიელი თავდამსხმელის მადრიდული გუნდიდან წასვლის შესახებ. მის სახელს უკავშირებენ პრემიერ ლიგისა და საუდის კლუბებს, ასევე პარის სენ-ჟერმენსაც.









