ფაბიო კაპელომ მადრიდის რეალის თავდამსხმელების სუსტ წერტილზე ისაუბრა. ვეტერანი დამრიგებლის თქმით, ისინი არ თამაშობენ პრესინგით, რადგან უბრალოდ არ იციან, თუ რას ნიშნავს ეს. იტალიელმა სპეციალისტმა "სამეფო კლუბის" შემტევები ამ მხრივ რაფა ლეაოს შეადარა.
"რეალის თავდამსხმელები არასდროს თამაშობდნენ პრესინგით და ამას ვერც ახლა გააკეთებენ. მსგავსი რამ ანჩელოტის მუშაობის დროსაც კი არ შეინიშნებოდა. საქმე იმაში კი არ არის, რომ მადრიდელთა ფორვარდებს არ უნდათ პრესინგი, მათ უბრალოდ აღნიშნული უნარ-ჩვევა არ აქვთ.
"სამეფო კლუბის" თავდამსხმელები ამ კომპონენტში ლეაოს მაგონებენ. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელებზე, რომლებსაც შეუძლიათ მოწინააღმდეგის გაწამება, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა მათ ბურთი აქვთ."









