ლა ლიგის მე-14 ტურში მადრიდის რეალი ესტუმრა ჟირონას, რომელთანაც ითამაშა ფრე, 1:1. სტუმრები მარცხდებოდნენ 67-ე წუთამდე, რის შემდეგაც წონასწორობა ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით კილიან მბაპემ აღადგინა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში ფრანგ ფორვარდს ერთი ბურთი არ ჩაუთვალეს.
"სამეფო კლუბი" აგროვებს 33 ქულას და პირველ ადგილს კარგავს. ლა ლიგის ახალი ლიდერი არის ბარსელონა, რომელმაც ამ ტურში დეპორტივო ალავესს მოუგო. ბერნაბეუს ბინადრებსა და კატალონიელებს შორის სხვაობა 1 ქულას შეადგენს.
ჟირონა 1:1 რეალი
გოლები: 1:0 აზედინ ოუნაჰი 45', 1:1 კილიან მბაპე 67'.









