კარლო ანჩელოტის გუნდში დიდი პრობლემებია — ედერ მილიტაოს, ლუკას ვასკესისა და როდრიგოს გარდა, ტრავმები აწუხებთ დავიდ ალაბას, დანი კარვახალს, ტიბო კურტუასა და აურელიენ ჩუამენის.
შეიძლება ითქვას, რომ რეალ მადრიდს სანაკრებო პაუზამ დროულად მოუსწრო. დიდი შანსია, მომდევნო ტურში რამდენიმე ფეხბურთელი დაბრუნდეს, თუმცა ფაქტია ტრავმების ეპიდემია გრძელდება.











