არტურო ვიდალმა მადრიდის რეალის წინააღმდეგ გამართული დაპირისპირებები გაიხსენა. ვეტერანი ნახევარმცველი თავისი კარიერის მანძილზე "სამეფო კლუბს" შეხვდა 16-ჯერ: 8-ჯერ წააგო, 4-ჯერ მოიგო, 4-ჯერაც ფრე ითამაშა. ჩილელი შუახაზელისთვის ყველაზე მტკივნეული ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირიდან გამოვარდნა გამოდგა.
"რეალთან მატჩების შემდეგ, თავს ყოველთვის გაძარცვულად ვგრძნობდი. ჩემპიონთა ლიგაზე მათთან დავმარცხდი ორჯერ და ორივე შემთხვევაში არაერთი სადავო მომენტის მომსწრე გავხდი. ვიდეო რეფერი გამოიგონეს იმიტომ, რომ მადრიდელთა ძარცვები უკვე გაუსაძლისი იყო.
უკვე აღარც მახსოვს ყველა ის უსამართლო მომენტი "სამეფო კლუბთან" მატჩებში, თვლა ამერია. იყო უამრავი შემთხვევა, როდესაც გამარჯვებას იმსახურებდა ჩემდი გუნდი, მაგრამ მსაჯებმა მოგება სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრებს მისცეს."









