სამუელ უმტიტიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც თავისი პოტენციალის გათვალისწინებით, მადრიდის რეალსა და ბარსელონაში თამაში შეეძლო. ფრანგი ყოფილი უკანახაზელის აზრით, ასეთი მოთამაშე არის მისი ყოფილი თანაგუნდელი ეროვნულ ნაკრებსა და ლიონში, ნაბილ ფეკირი.
"ტრავმები რომ არა, ფეკირი რეალში ან ბარსელონაში თამაშს შეძლებდა. ის არის უნიკალური ფეხბურთელი, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ნაბილს შეეძლო თამაში როგორც შეტევაში, ისე ფლანგზე და შუახაზშიც კი. ასეთი მოთამაშე სხვა არავინ მინახავს. "
შეგახსენებთ, რომ ფრანგი თავდამსხმელი 2019 წლის ზაფხულში ახლოს იყო ლივერპულში გადასვლასთან, თუმცა ტრავმის გამო, ეს გარიგება ჩაიშალა. "მამლების" ექს-ფორვარდი მოგვიანებით გადავიდა ბეტისში, 2024 წელს კი ალ ჯაზირაში.









