მადრიდის რეალის ყოდილი ფეხბურთელი ივან ზამორანო აცხადებს, რომ ის სამეფო კლუბში ბარსელოანდან ლამინ იამალს არასდროს წაიყვანდა.
"ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ბარსელონადან რეალში წავიყვანდი, პედრია. ის ნამდვილი ვარსკვლავი და ფენომენია. თავმდაბალია და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში საუბრობს. რეალს ასეთი ფეხბურთელები უხდება.
რაც შეეხება იამალს, მას რეალში არასდროს წამოვიყვანდი. ის არ არის ისეთი მოთამაშე, რომელიც რეალს შეეფერება.
წარმოიდგინეთ, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო და არასდროს უთქვამს, რომ რეალს ვინმე ეხმარება ან თამაშს იპარავს. იამალი კი ყოველთვის ამაზე საუბრობს", - განაცხადა ზამორანომ, რომელიც რეალში 4 წლის განმავლობაში თამაშობდა.









