მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კილიან მბაპე იყო, რომელმაც ამ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და გოლიც გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ფრანგი ვარსკვლავი მიმდინარე სეზონზე გატანილი გოლებისა და ასისტების მიხედვით, ევროპაში საუკეთესოა.
ამ სეზონზე მბაპემ 30 მატჩი ჩაატარა და 38 გოლში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 31 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
როგორც ჩანს, კილიანი რეალში წასასვლელად ემზადება და იდეალურ ფორმაშია. მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს მას კლუბთან კონტრაქტი ეწურება და დიდი ალბათობით, სამეფო კლუბში გადავა.









