მილანის ინტერის წარმატებული სვლა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს გასულ ტურში "ნერაძურიმ" სტუმრად დაამარცხა ფლორენციის ფიორენტინა, რითაც თავის მთავარ კონკურენტს, ტურინის იუვენტუსს სატურნირო ცხრილში კვლავ გადაასწრო. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "გველებს" ერთი მატჩი თადარიგში აქვთ.
სიმონე ინძაგის გუნდის დომინირება ჩანს სტატისტიკაშიც, უფრო კონკრეტულად კი გაშვებულ გოლებზეა საუბარი. ჯუზეპე მეაცას ბინადრებს ევროპის ტოპ-5 ლიგაში აქვთ საუკეთესო შედეგი, 0.48 ბურთი საშუალოდ ერთ მატჩში. მე-2 ადგილს იკავებს ნიცა (0.58 ბურთი), 3-ეულს კი "ბებერი ქალბატონი" ხურავს (0.59).
იქვე ახლოს არის მადრიდის რეალიც (0,67), შემდეგ კი მოდიან ლევერკუზენის ბაიერი და ლილი, რომელთა გაშვებული გოლების საშუალო მაჩვენებელი 0.74-ს უდრის. შეგახსენებთ, კალჩოს მომდევნო ტურში ინტერი საკუთარ კედლებში მიიღებს სწორედ "ბიანკონერის", მატჩი გაიმართება 4 თებერვალს, ჩვენი დროით 23:45 საათზე.









