ფორმულა 1-ში დიდი ცვლილებებია — გავრცელებული ინფორმაციით, რედ ბულმა კრისტიან ჰორნერი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ავსტრიულ გუნდში პრობლემები ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყო, როდესაც გუნდმა კონსტრუქტორთა თასი დათმო, თუმცა, მაქს ვერსტაპენმა პირად ჩათვლაში ყველას აჯობა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2025 წლის სეზონი კი რედ ბულისთვის კიდევ უფრო კატასტროფულად მიმდინარეობს, 12 რბოლის შემდეგ გუნდი მხოლოდ მე-4 ადგილზეა და ლიდერს, მაკლარენს 288 ქულით ჩამორჩება.
დიდი შანსია, რედ ბული სეზონის ბოლოს 4-გზის მსოფლიო ჩემპიონმა, მაქვს ვერსტაპენმაც დატოვოს და კარიერა მერსედესში გააგრძელოს. ინსაიდერული წყაროების ინფორმაციით, 27 წლის მრბოლელი უკვე ემზადება რედ ბულის დასატოვებლად და გერმანულ გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის 12 რბოლაში დასრულდება და დღევანდელი მდგომარეობით, მაკლარენი უკონკურენტოა როგორც კონსტრუქტორთა, ასევე პირად ჩათვლაში.









