"წითლების" მე-11 ნომერი ერთადერთი ფეხბურთელია თავისი გუნდის ისტორიაში, რომელმაც 20+ გოლი ზედიზედ რვა სეზონში გაიტანა. ამის გარდა, "ფარაონმა" 2024 წელი 52 შედეგიანი ქმედებით (29 ბურთი, 23 ასისტი) დაასრულა. პრემიერ ლიგის ერაში 50-იან ნიშნულამდე მერსისაიდელთა მხოლოდ ერთი მოთამაშე ავიდა: ისევ და ისევ სალაჰი, 2018-ში.
ეგვიპტელმა თავდამსხმელმა დაამხო სხვა "სქაუზერის", ლუის სუარესის რეკორდი ერთ თვეში განხორციელებული შედეგიანი ქმედებების მაჩვენებლით. ურუგვაელი ფორვარდის ანგარიშზე 2013-ში იყო 13 ქმედება, მომ კი წლის ბოლო თვეს 14 შემოგვთავაზა. ამის გარდა, პრემიერ ლიგაში მას დაუგროვდა 82 ასისტი, რითაც ენფილდელთა ბინადრების ლიდერმა დევიდ ბექჰემს გადაასწრო (80).











