გასული წლების მსგავსად, სამეფო კლუბი წელსაც საოცარ ფორმაშია და დაუმარცხებელია. კარლო ანჩელოტის გუნდმა მორიგი რეკორდი დაამყარა.
კერძოდ, ყველა ტურნირზე ჯამში, ბოლო 35 მატჩიდან რეალმა 29 მოიგო, რაც ამ კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
35-დან 28 მოგება რეალს ჰქონია, თან არაერთხელ, მაგრამ 29 მოგება - აქამდე არასდროს. რეალმა 28 მატჩი 2011/12, 2013/14 და 2014/15 სეზონზე მოიგო.









