მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ერთმანეთს ფრანკ რიბერისა და მაიკლ ოლისეს ტრანსფერები შეადარა. გერმანელი ფუნქციონერის თქმით, "რეკორდმაისტერს" ფრანგი ექს-ვინგერის გაყიდვა თავის დროზე შეეძლო რეკორდულ ფასად, მაგრამ კლუბმა აღნიშნულ იდეაზე უარი თქვა.
"2009 წელს ბაიერნმა ჩელსისგან მიიღო წინადადება რიბერის თაობაზე. მისი გაყიდვის შემთხვევაში ფეხბურთში ახალი სატრანსფერო რეკორდი დამყარდებოდა. მე, ჰიონესი და ჰოფნერი ორი საათის მანძილზე ვფიქრობდით, თუ როგორ მოვქცეულიყავით ფრანკის მომავლის მიმართებაში.
ბოლოს მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება - მიუნხენურ გუნდს არ დატოვებდა ფეხბურთელი, ვინც სპორტული შედეგების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნებოდა. ფრანგი ვინგერი იყო ფასდაუდებელი და ასეთი მოთამაშე ჩვენთვის ოლისეც არის", - განაცხადა ალიანც არენას მკვიდრთა აღმასრულებელი საბჭოს წევრმა.









