ქართველი ფორვარდი აიაქსიდან მეცში იანვარში დაბრუნდა, იჯარისა და გამოსყიდვის უფლებით. სეზონის ბოლოს, ფრანგულ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვა €10 მილიონად შეუძლია, თუმცა თუ გუნდმა ლიგა 1-ში ადგილი ვერ შეინარჩუნა, დიდი ალბათობით, მიქაუტაძეს ზაფხულიდან ახალ კლუბში ვიხილავთ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გიორგი აიაქსში დაბრუნებას არ განიხილავს.
რაც შეეხება დაინტერესებულ გუნდებს, LaGazzetta.ge-ის ინფორმაციით, მიქაუტაძეს რენი, ლიონი და მარსელი ყურადღებით აკვირდებიან და როგორც ცნობილი ხდება, რენმა ტრანსფერზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო.
რაც შეეხება დაინტერესებულ გუნდებს, LaGazzetta.ge-ის ინფორმაციით, მიქაუტაძეს რენი, ლიონი და მარსელი ყურადღებით აკვირდებიან და როგორც ცნობილი ხდება, რენმა ტრანსფერზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო.
კლუბის წარმომადგენლები აიაქსს უკვე დაუკავშირდნენ და შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვეს.
რენის ინტერესი ახალი არაა - "Les Rouges et Noirs" ჟორჟს წინა ზაფხულსაც აკვირდებოდა, თუმცა ქართველმა ამსტერდამულ კლუბში გადასვლა ამჯობინა.











