მეცის შემადგენლობას ლიგა 1-ის მომავალ სეზონში დაიცავს ორი ქართველი ლეგიონერი - გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი. ლოთარინგიელები არ მიეკუთვნებიან ფრანგულ ტიტულოვან კლუბთა ელიტას, მაგრამ აღნიშნული გუნდი ერთ მნიშვნელოვან კომპონენტში მაინც გამორჩეულია.
ვგულისხმობთ აკადემიას, რომელიც წარსულში არაერთმა დიდმა ფეხბურთელმა გამოიარა. აკადემიის გარდა, "ლე გრენა", როგორც ტრამპლინი, ბევრმა გამორჩეულმა მოთამაშემ გამოიყენა. უკანასკნელი ასეთი იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ახლა ლიონის მომავალ ლიდერად ყალიბდება.
ქართველი თავდამსხმელის გარდა, გავიხსენოთ სხვებიც, რომლებმაც გაიბრწყინეს სენ-სიმფორიენზე და დავიტოვოთ იმედი, რომ მომავალში მათ რიცხვს "ჯვაროსნების" წევრებიც შეემატებიან.
ვარსკვლავები, რომლებსაც მეცში უთამაშიათ
| ფეხბურთელი | შედეგი | პერიოდი | შემდეგი კლუბი |
| ემანუელ ადებაიორი | 51 მატჩი, 17 გოლი | 2001-2003 | მონაკო |
| პაპის სისე | 104 მატჩი, 38 გოლი | 2004-2010 | ფრაიბურგი |
| კალიდუ კულიბალი | 46 მატჩი, 1 გოლი | 2010-2012 | გენკი |
| ფლორან მალუდა | 31 მატჩი, 3 გოლი | 2014-2015 | დინამო დელი |
| სადიო მანე | 23 მატჩი, 2 გოლი | 2011-2012 | ზალცბურგი |
| გიორგი მიქაუტაძე | 64 მატჩი, 38 გოლი | 2019-2023, 2024 | აიაქსი, ლიონი |
| რობერტ პირესი | 195 მატჩი, 47 გოლი | 1993-1998 | მარსელი |
| მირალემ პიანიჩი | 38 მატჩი, 5 გოლი | 2007-2008 | ლიონი |
| ფრანკ რიბერი | 22 მატჩი, 2 გოლი | 2004-2005 | გალათასარაი |
| ლუი საა | 67 მატჩი, 13 გოლი | 1997-2000 | ფულჰემი |









