მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა ისაუბრა:
„კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გაუმჯობესება შეგვიძლია, უკეთესი ხარისხი შეგვიძლია ვაჩვენოთ. არ აქვს მნიშვნელობა ფინალში ვინ შეგვხვდება. ხვალ ვინც მოიგებს ნახევარფინალს ჩემპიონობისთვის მას ვეთამაშებით.
პირველ ტაიმში ანგარიშის გაზრდა შეგვეძლო, არ გამოგვდიოდა, მომზადებული გუნდი ვართ და მეორე ტაიმში სიტუაცია გაუმჯობესდა.
ზაფხულში ვეთამაშებით იაპონიას, ავსტრალიას, დიდ გუნდებს და მათთან თუ შესაძლებლობას არ გამოიყენებ, თამაშს ვერ მოიგებ. ვიცოდით რომ რუმინეთი მეორე ტაიმში დაიღლებოდა. პორტუგალია ბევრად სწრაფი გუნდია, მათთან სხვანაირი თამაშია საჭირო."
რაგბი ევროპის მეორე ფინალისტი ხვალ პორტუგალიასა და ესპანეთს შორის მატჩის შემდეგ გაირკვევა.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი










