დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის პირველი ტესტ მატჩი გამართა. ბორჯღალოსნებმა ბათუმში აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლეს და 43-30 გაიმარჯვეს.
მატჩის შესახებ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
“რა თქმა უნდა, კარგია რომ მოვიგეთ, კარგი მომენტებიც გვქონდა, მაგრამ იყო შეცდომები, რაც ცუდად გამოვიდა. თავს არ ვიმართლებთ, პირველი თამაში იყო, ვაფიქსირებ, ასე აღარ უნდა იყოს.
ამ კვირაში ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა კანადასთან ასეთი რაღაცები აღარ განმეორდეს. შეცდომები დავუშვით, რის გამოც დავისაჯეთ, მომენტში ამერიკელები როცა დაწინაურდნენ, ეს ანგარიში იყო დამსახურებული, ჩვენი შეცდომების ხარჯზე, თუმცა კარგია რომ საბოლოოდ გავიმარჯვეთ. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს, მოახერხეს თამაშის შემოტრიალება და საბოლოოდ გავიმარჯვეთ.
იაპონიის ნაკრები ამჟამად ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე წინა შემთხვევაში, როცა დავამარცხეთ. კანადასთანაც და იაპონიასთანაც ჩვენი ვალდებულებაა გავაუმჯებესოთ თამაში, ჩემი ვალდებულება და პასუხისმეგებლობაა ამ შედეგს მივაღწიოთ. შესათამაშებლად ჩვენთან შედარებით, ბევრად დიდი დრო ჰქონდა იაპონიას. ვფიქრობ, ჩვენი ნაკრები ამ დროისთვის იმაზე უკეთესია ვინდრე წინა შემთხვევაში იაპონიასთან. “
ბორჯღალოსნები მორიგ ტესტ-მატჩს ბათუმში 15 ნოემბერს კანადის ნაკრებთან გამართავენ, 22 ნოემბერს კი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ იაპონიასთან ითამაშებენ. შეხვედრები 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია სამივე მატჩის მოგება, რადგან ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციაზე მყოფმა საქართველომ 2 მოწინავე გუნდს შორის ადგილი შეინარჩუნოს, რაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის წინ, ბორჯღალოსნებს უკეთესი კალათის გარანტიას მისცემს.









