2024 წლის რაგბის შემოდგომის ტესტების მეორე მატჩში, საქართველოს ნაკრები იტალიას გენუაში დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 20-17 წააგო.
მატჩის შესახებ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
“პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად შევასრულეთ და მივყვებოდით დავალებებს, რაც მეორე ტაიმში აღარ გამოგვივიდა და შედეგზეც აისახა.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველომ კარგად ითამაშა, მინდა შევაქო ჩემი გუნდი და ვთქვა, რომ საქართველოს კარგად ითამაშა ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, იცით იტალია 6 ერის გუნდია. თავს საოცრად ვიცავდით და კარგი გუნდი რომ არ ვყოფილიყავით მინიმუმ 10 ქულიანი სხვაობით დამთავრდებოდა მატჩი. ჩვენ გვჭირდება ასეთი შესაძლებლობები და ტურნირები, რაც განვითარების შესაძლებლობაა მოგვცემს. თუ მსოფლიო რაგბის სურს განვითარება სხვა ნაბიჯები უნდა გადადგას, იყოს პლე-ოფის სისტემა და ბოლო ადგილზე გასული გუნდი გვეთამაშოს 2 მატჩი და გამარჯვებული იმ სეზონზე ითამაშებს ექვს ერში."
მორიგ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულო ნაკრები 24 ნოემბერს, მიხეილ მესხზე ტონგას წინააღმდეგ გამართავს.
რიჩარდ ქოქრილი: მინდა შევაქო ჩვენი გუნდი, კარგი ნაკრები გვყავს










