ეშლი კოულმა ლონდონის ჩელსის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა. ვეტერანი ფეხბურთელის არჩევანი ასეთია - უკანახაზი: პეტრ ჩეხი, ჯონ ტერი, ტიაგო სილვა, ბრანისლავ ივანოვიჩი, უილიამ გალასი. შუახაზი: კლოდ მაკელელე, ფრენკ ლამპარდი და სესკ ფაბრეგასი. ბოლოს კი წინახაზი: დიდიე დროგბა, ედენ აზარი და კოულ პალმერი.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელი ყოფილი მცველის არჩევანმა "არისტოკრატების" გულშემატკივრებს შორის მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრმა ქომაგმა შეადგინა ალტერნატიული 11-ეული, სადაც პალმერის ნაცვლად ფიგურირებს არიენ რობენი ან ვილიან და სილვა, ტიაგოს ადგილას რიკარდო კარვალიო, ივანოვიჩის ნაცვლად სესარ ასპილიკუეტა, ფაბრეს ადგილას კი ნ'გოლო კანტე.









