რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები დასრულდა, რობერტო დე ძერბი მარსელის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება! ფრანგულ კლუბსა და ბრაიტონს შორის მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა. მარსელი იტალიელი სპეციალისტის სანაცვლოდ €6 მილიონს გადაიხდის, მხარეებს შორის კი 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. იმის მიუხედავად, რომ დე ძერბიმ ბრაიტონი დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა, 45 წლის სპეციალისტს კლუბთან ხელშეკრულება კვლავ აკაშირებდა, შესაბამისად, მარსელს მისი გამოსყიდვა მოუწია.
დე ძერბი ბრაიტონის მთავარი მწვრთნელი 2022 წლის სექტემბერში გახდა. 88 მატჩი, 38 მოგება, 20 ფრე და 30 მარცხი, ასეთი სტატისტიკით დაემშვიდობა იტალიელი ინგლისურ კლუბს.
მარსელამდე, დე ძერბის მომავალს ბაიერნს, მანჩესტერ იუნაიტედსა და მილანს უკავშირებდნენ, თუმცა მხოლოდ ფრანგულმა კლუბმა მოახერხა იტალიელთან ყველა დეტალის შეთანხმება.