41 წლის სპეციალისტს ფეინოორდში კარგად იცნობენ. რობინ ვან პერსი 2020 წლიდან 2024 წლამდე როტერდამული კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში მუშაობდა, ხოლო ამ სეზონის დასაწყისში, არსენალისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფორვარდმა, ერედივიზიონის კიდევ ერთი ბინადარი, ჰერენვეენი ჩაიბარა.
ჰერენვეენი ერედივიზონში 23 ტურის შემდეგ, 27 ქულით, მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ხოლო რაც შეეხება ფეინოორდს, როტერდამელები 40 ქულით, მე-4 პოზიციას იკავებენ. შეგახსენებთ, ფეინოორდი ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს — ნიდერლანდური კლუბი 1/8 ფინალშია გასული. ფეინოორდის ამჟამინდელი დროებითი მთავარი მწვრთნელი პასკალ ბოსხაარტია.









