ყველაფერი უახლოვდება დასასრულს - 27 აგვისტოს შემდეგ, 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი დიდ ფეხბურთში დაბრუნებას შეძლებს. აქვე დავამატებთ, პრემიერ ლიგის ახალი სეზონი 16 აგვისტოს დაიწყება. "ჯორდების" მე-8 ნომერმა დისკვალიფიკაციამდე თავის ახალ გუნდში სულ რაღაც 12 მატჩის ჩატარება მოასწრო.
როგორც ცნობილია, ტონალიმ გასული წლის აგვისტო - სექტემბრის შუალედში განათავსა 50-მდე ფსონი, მათ შორის "კაჭკაჭების" თამაშებზე. თავად იტალიელი შუახაზელის განცხადებით, მან არ იცოდა, რომ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის მიხედვით, ფსონების განთავსება მას ეკრძალებოდა.











