სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კიდევ ორი მატჩი, რის შემდეგაც ნახევარფინალური წყვილები დაკომპლექტდა.
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ერთმანეთს არსენალი-პსჟ და ბარსელონა-ინტერი დაუპირისპირდებიან. დღეს დილით კი ცნობილი გახდა კალენდარი თუ როდის გაიმართება ეს მატჩები.
არსენალი vs პსჟ
პირველი მატჩი: არსენალი - პსჟ | 29 აპრილი | 23:00 საათი
განმეორებითი მატჩი: პსჟ - არსენალი | 7 მაისი | 23:00 საათი
ბარსელონა vs ინტერი
პირველი მატჩი: ბარსელონა - ინტერი | 30 აპრილი | 23:00 საათი
განმეორებითი მატჩი: ინტერი - ბარსელონა | 6 მაისი | 23:00 საათი
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში გაიმართება.









